გიორგი ლომსაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების სამაგისტრო პროგრამა. სწავლობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე დიგიტალური ჰუმანიტარიის მიმართულებით. ამჟამად, სწავლობს წმინდა ვლადიმირის სახელობის მართლმადიდებლურ სემინარიაში (აშშ, ნიუ იორკი).
გიორგი მუშაობდა მე-6 საავტორო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. გოეთეს ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროექტის ფარგლებში იმუშავა ათონის მთის ივერთა მონასტერში დაცული ხელნაწერების დიგიტალიზებასა და კატალოგის მომზადებაზე. იყო ევროკომისიის პროექტ SELFIE-ის რეგიონული კოორდინატორი. PH International-ის პროექტის ფარგლებში, მონაწილეობას იღებდა სამართლებრივი კულტურის ელექტრონული რესურსის შექმნაში.
გიორგი არის პროექტის მენეჯერი და რედაქტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამსახურში, რომლის ფარგლებშიც შექმნილია არაერთი საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსი.