background

სკოლა ბულინგის გარეშე

ავტორი:
ნინო ხუციშვილი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
კიბერბულინგი1. პროექტის სახელწოდება - „ სკოლა ბულინგის გარეშე“2.პროექტის აქტუალობა: ტექნოლოგიების განვითარებამ დღეს კაცობრიობა ისეთი პრობლემის წინაშე დააყენა, როგორიცაა კიბერბულინგი. კიბერბულინგი ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ფარული აშკარა დაშინების მიზნით განხორციელებული ქმედებაა. ეს შეიძლება ხდებოდეს ყველგან, სკოლაში, სახლში, ელ. ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, მობილური ტელეფონისა და სოციალური ქსელის მეშვეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლე აცნობიერებდეს კიბერბულინგის ნიშნებს და მის გამომწვევ მიზეზებს. ამდენად პრობლემა მეტად აქტუალურია.3. პროექტის მიზანი: მოსწავლეებში პრობლემის გადაჭრისა და სოციალური უნარების განვითარება, პასუხისმგებლობის გრძნობის გათავისება და თვითშეგნების გრძნობის ამაღლება. ბულინგის, კერძოდ: კიბერბულინგის არსის გააზრება და პრევენციის გზების დასახვა.4.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს განუვითარდებათ სოციალური უნარები, აუმაღლდებათ პასუხისმგებლობა და თვითშეგნება, არსებული პრობლემის დროს შეეცდებიან გაუმკლავდნენ კიბერბულინგის შემთხევებს, არ გაასაჯაროონ სხვისი პირადი ფოტო მასალა,

გალერეა: