background

“დაადგინე სიმართლე შენით“

ავტორი:
ნონა ყაველაშვილი
აქტივობა:
ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
მედიაწიგნიერება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, წარმოადგენს გამჭოლ კომპეტენციას, რომელსაც მოსწავლეებს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში უნდა ვუვითარებდეთ.თუმცა , თუ აღნიშნული მიმართულებით სასწავლო პროცესს დავაკვირდებით დავინახავთ, რომ სკოლების უმეტესობაში მედიაწიგნიერების მიმართულებით განვითარება არასწორად მიმდინარეობს. მოსწავლეების მხრიდან არასწორად ხდება ინფორმაციის მოძიება , დახარისხება , ანალიზი და გადამოწმება.მათ შორის მშობლები არ ინტერესდებიან შვილების საინფორმაციო ტექნოლოგიებისადმი ინფორმაციულ უსაფრთოებასთან დაკავშირებული პრობლემებით. მაშინ როცა, ქართულ ინტერნეტსივრცეში ხშირად შეხვდებით გადაუმოწმებელ, საეჭვო წყაროზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მოსახლეობაში კონკრეტული ღირებულებების, ჯგუფების თუ ქვეყნების მიმართ ნეგატიური განწყობის შესაქმნელადაა გამოყენებული. მსგავს შემთხვევებზე დაკვირვება ასევე ცხადყოფს, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია სათანადო კომპეტენცია, რათა ეჭვი შეიტანოს გამოქვეყნებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაში, გადაამოწმოს ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყე

გალერეა: