ტექნოლოგიური ტრენინგი სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის
აქტივობის მიღება:
2023 წლის შემოდგომა
აქტივობის ტიპი:
მასწავლებლის ტექნოლოგიური ტრენინგი
მიმართულება:
ციფრული მოქალაქეობა
დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს და მისი განვითარება აქტიური სამოქალაქოსაზოგადოების გარეშე ძნელად წარმოსადგენია. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა მათ ირგვლივმიმდინარე პროცესებში ჩართულობა შეძლონ, აუცილებელია, ობიექტურ ინფორმაციაზემიუწვდებოდეთ ხელი და სწორედ მასზე დაყრდნობით მოქმედებდნენ და იღებდნენგადაწყვეტილებებს. თითქოს ყველაფერი მარტივადაა, თუმცა 21-ე საუკუნეში, მედიატექნოლოგიებისა და ინტერნეტის განვითარების ფონზე, როდესაც ყოველდღიურად აურაცხელინფორმაციაზე გვაქვს წვდომა, სულ უფრო რთული ხდება საჭირო და სანდო ინფორმაციისამორჩევა. ადამიანმა თანამედროვე სამყაროს ფეხი რომ აუწყოს და მანიპულაციური მიზნითგავრცელებული ინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცეს, ან სულაც არ დაიკარგოსინფორმაციის მორევში, მას უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი, როგორიცაასაჭირო ინფორმაციის ამორჩევა და მისი კრიტიკული გაანალიზება. ადამიანს უნდა შეეძლოს, შეაფასოს, ვინ და რატომ ავრცელებს ამა თუ იმ გზავნილს და რამდენად შეესაბამება ისსიმართლეს. სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, მედიის მოხმარების მხოლოდპასიური როლი როდია მნიშვნელოვ